ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "მესის ოქროს ბურთის მოგება საფეხბურთო სამართლიანობაა"

2021 წლის ოქროს ბურთი ლეო მესიმ მოიგო. ამ ფაქტს გულშემატკივრებში დიდი კამათი მოჰყვა. ზოგი ფიქრობს, რომ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა, ხოლო ნაწილი მესის მხარეზეა. ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი ჩავი ერნანდესმა დააფიქსირა.

ჩავი:

„პირველ რიგში ალექსია პუტეიასს მინდა მივულოცო. ასევე ვულოცავ პედრის „კოპას“ ჯილდოს მოგებას. მესის ოქროს ბურთის მოგება საფეხბურთო სამართლიანობაა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვებმაც დაიმსახურეს, მაგრამ, როდესაც კონვერტი იხსნება და იქ ლეოს სახელი წერია, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

„ბარსელონას“ ქომაგები ძალიან მომთხოვნები არიან. მათთვის გამარჯვება საკმარისი არ არის. გულშემატკივრებს სურთ, რომ კლუბმა ლამაზად ითამაშოს. „ვილიარეალთან“ მოგებას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა კარგად გვესმის  ისიც, რომ გარკვეულ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით.“

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ბარსელონა“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ანგარიში 48-ე წუთზე დე იონგმა გახსნა. 76-ე წუთზე ჩუკუვეზემ წონასწორობა აღადგინა და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო.

ბარსა არ დანებდა და ზედიზედ ორი გოლი გაიტანა. 88-ე წუთზე „ბლაუგრანა“ დეპაიმ დააწინაურა, ხოლო 94-ე წუთზე კოუტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები