Aa
Aa

"ის ამაზე გაგიჟდა" - მატერაცი მოურინიოს შესახებ ისტორიას იხსენებს

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „რომა“ „ინტერს“ უმასპინძლებს. ჟოზე მოურინიო ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს „ნერაძურისთან“ ერთად შესანიშნავი მოგონებები აქვს. ჟოზემ „ინეტრთან“ ერთად 2009/2010 წლებში ტრიპლეტი მოიგო.

მატჩის წინ, მილანური კლუბის და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

მატერაცი:

„მოურინიო ისევ ისეთია, არ შეცვლილა. ის განსხვავებულ და საინტერესო გარემოში მუშაობს. ჩვენ მოწინააღმდეგეები ვართ, მაგრამ, გულის სიღრმეში, მას ყველა ვუჭერთ მხარს. ახლა „რომა“ მის გულშია. ჟოზეს „ინტერთან“ საუკეთესო მოგონებები აქვს, თუმცა მსაჯის სასტვენის შემდეგ ყველაფერი უკან რჩება და ის ჩვენს დასამარცხებლად იბრძოლებს.

2010 წელს საინტერესო ისტორია გადაგვხდა. კოპა იტალიის ფინალში „რომას“ ვხვდებოდით და „ჯალოროსის“ ჰიმნი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე დასრულდა. ამაზე მოურინიო გაგიჟდა. ჟოზე გონების თამაშებით გვაძლევდა მოტივაციას და უბედურებაზე ძლიერი გუნდი ააშენა.“

მატერაცი „ინტერში“

იტალიელი ყოფილი უკანახაზელი „ნერაძურის“ 2001 წელს შეუერთდა და კლუბში 2011 წლამდე დარჩა. ამ პერიოდის განმავლობაში მატერაციმ „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 276-ჯერ მოირგო, 20 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები