ბენზემა რეალიდან წავა? - ყველაფერი ჰოლანდზეა დამოკიდებული
Aa
Aa

ბენზემა რეალიდან წავა? - ყველაფერი ჰოლანდზეა დამოკიდებული

ბრიტანული მედია მეტად უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „ლივერპული“ კარიმ ბენზემათი ინტერესდება. ფრანგი სუპერვარსკვლავი საოცარ ფორმაში იმყოფება და „ბლანკოსის“ ლიდერია. ინგლისში წერენ, რომ კარიმს მადრიდიდან აბარგება მოუწევს, ეს ყველაფერი კი ერლინგ ჰოლანდზეა დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენტინო პერესი მასშტაბური ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს. ერთ-ერთი ასეთი გეგმა ნორვეგიელი თავდამსხმელის გარშემო ტრიალებს. წყაროს ცნობით, თუ ერლინგი „სამეფო კლუბში“ გადაბარგდება და მას კილიან მბაპეც მიჰყვება, ბენზემას გუნდიდან წასვლა მოუწევს.

რამდენად შეელევა „ბლანკოსი“ ბენზემას ეს რთული საკითხია. ფრანგი შემტევი მადრიდულ გრანდში 2009 წლიდან ასპარეზობს და დღეს მის გარეშე „რეალი“ წარმოუდგენელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 33 წლის თავდამსხმელით „პარი სენ ჟერმენიც“ ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ კარიმს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები