Aa
Aa

"ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია" - რონალდუ კერიკს დაემშვიდობა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა და ახალი რეკორდი დაამყარა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა საკლუბო კარიერაში მერვაასე და 801-ე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „წითელ ეშმაკებს“ ბოლოჯერ გაუძღვა მაიკლ კერიკი, რომელიც „იუნაიტედს“ დროებით წვრთნიდა. მის პოსტს დღეიდან რალფ რანგნიკი ჩაიბარებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ მაიკლ კერიკზე ისაუბრა და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.

რონალდუ:

„მაიკლ კერიკი უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო და თავისუფლად შეუძლია ასეთივე დონის მწვრთნელი გახდეს. ამ ბიჭისთვის შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის დიდი პატივი იყო მეთამაშა მის გვერდით, როგორც ფეხბურთელს და ასევე ეხელმძღვანელა ჩემთვის, როგორც მწვრთნელს. მაგრამ ახლა დროა მივესალმოთ რალფ რანგნიკს. მოდით დავიწყოთ!“

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურად ეძებდა ახალ მთავარ მწვრთნელს. მანჩესტერში რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ. საუბარი უნარი ემერიზე, ლუის ენრიკეზე და მაურისიო პოჩეტინოზე იყო. ყველაზე მეტი კი არგენტინელ სპეციალისტზე ითქვა, თუმცა საბოლოოდ პსჟ-სთან შეთანხმება არ შედგა და დიდი ალბათობით პოჩეტინო „იუნაიტედს“ მომავალ წელს ჩაიბარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები