ყველაფერი თავიდან იწყება? - გერმანიაში გულშემატკივრისთვის შეზღუდვები წესდება
Aa
Aa

ყველაფერი თავიდან იწყება? - გერმანიაში გულშემატკივრისთვის შეზღუდვები წესდება

კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გერმანიას კიდევ ერთხელ უწევს კონკრეტული ზომების მიღება - ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, 4 დეკემბერს, დორტმუნდისა და ბაიერნის მატჩს თვალს ცოცხლად მხოლოდ 15 000 გულშემატკივარი მიადევნებს, რაც დაახლოებით, სიგნალ იდუნა პარკის სრული ტევადობის, მეხუთედია. 

გაირკვა ისიც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტურის ცენტრალურ შეხვედრას უკავშირდება, თუმცა სტადიონები, რომელთა ტევადობაც 15 000-ზე ნაკლები იქნება, 50 პროცენტით შეივსება. იმოქმედებს მთელი რიგი წესებიც: საფეხბურთო მატჩებზე დაიშვება ის გულშემატკივარი, რომელსაც: ექნება აცრის დამდასტურებელი დოკუმენტაცია ან კორონავირუსის გადატანის ცნობა. აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.

ადგილობრივი გამოცემები ვარაუდობენ, რომ ზოგ რეგიონში შესაძლოა, შეხვედრები ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართოს, რაც ამ ქვეყნის ჩემპიონატისთვის უკვე კარგად ნაცნობი მოდელია.

ხუთშაბათს გერმანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას 73 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და ბავარიის ზოგიერთ ნაწილში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან"