საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წელს ამხანაგური მატჩით გახსნის
Aa
Aa

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წელს ამხანაგური მატჩით გახსნის

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დახურა -  ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა, იქამდე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სტუმრად, კოსოვო დაამარცხა (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მომავალი, 2022 წელიც საკმაოდ დატვირთული იქნება. 

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, თუმცა ამ ეტაპზე მეტოქის ვინაობა და მატჩის მასპინძელი სტადიონი ცნობილი არ არის.

მოგეხსენებათ, ჩვენი ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ბათუმში მართავდა, ხოლო ამხანაგურ შეხვედრაში, უზბეკეთს გორში უმასპინძლა.

დაუბრუნდება თუ არა ეროვნული ნაკრების მატჩები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენას, ამ დროისთვის, არც ეს ინფორმაციაა ცნობილი.

ამხანაგურ მატჩამდე კი UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ შევიტყობთ.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება, მატჩები უშალოდ 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩაინიშნება, ხოლო პლეი-ოფის ფინალი 2023 წლის 14-15 ივნისს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა
,,დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა " - ანანიძე დინამოდან გაშვებაზე