,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი
Aa
Aa

,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი" - ლორია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ანორთოსისის მეკარე, გიორგი ლორია Cablenet-ის შოუს სტუმარი იყო, სადაც კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და საკუთარი მდგომარეობა გაიხსენა.

ფეხბურთელის თქმით, ვაქცინაცია მნიშნელოვანია, რადგან:

ასაკის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ფიზიკურ მომზადებას ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი. არ მეგონა, რომ კორონავირუსი ჩემზე ასე იმოქმედებდა: 8 კილოგრამი დავიკელი, ტემპერატურა 39-ზე დაბლა არ ჩამოდიოდა, საწოლიდან ვერ ვდგებოდი.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2 კვირა დავისვენე, შემდეგ ევროტურნიზე, რაპიდის წინააღმდეგ მომიწია შეხვედრის ჩატარება. ეს რთული იყო, რადგან მაშინ ფორმაში არ ვიყავი.

თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მათ ვეტყოდი, რომ ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ეს პანდემია დავასრულოთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს ჩვენი ქვეყნის გუნდის რიგებში 71 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მათ შორის 16 მშრალი მატჩი.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიას, ციფრები საგანგაშოა - საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯამურად 857 933-ია, ბოლო 24 საათში  კი - 4 100. სამწუხაროდ, 12 258 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუბა დაუშვილი დინამო თბილისში? - აპოელის პოზიცია ცნობილია
ბუბა დაუშვილი დინამო თბილისში? - აპოელის პოზიცია ცნობილია