დავიდ ტრეზეგე:
Aa
Aa

დავიდ ტრეზეგე: "იუვე" "მონაკოსთან" ფავორიტია"

ტურინის "იუვენტუსისა" და "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, დავიდ ტრეზეგემ, ამ გუნდების მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

"სიმართლე გითხრათ, მინდოდა ისინი ფინალში შეხვედრილიყვნენ, თუმცა კენჭისყრამ სხვანაირად გადაწყვიტა.

ეს ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია, რადგან ორივე გუნდს ჩემ ცხოვრებაში დიდი ადგილი აქვს. 

ვფუქრობ, "იუვენტუსი" თავისი ისტორიითა და გამოცდილებით წყვილის ფავორიტია, თუმცა "მონაკომ" გვაჩვენა, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია". - უთხრა ფიფას ოფიციალურ საიტს ტრეზეგემ. 

შეგახსენებთ, რომ ტრეზეგე "მონაკოში" 1995-2000 წლებში თამაშობდა, საიდანაც სწორედ "იუვენტუსს" მიაშურა და 2010 წლამდე ითამაშა.

მან "ბებერი ქალბატონის" მაისურით ჯამში 171 გოლი შეაგდო და უცხოელ ფეხბურთელებს შორის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები