ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის წევრებად სეოკ-ის წარმომადგენლები იმუშავებენ
Aa
Aa

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის წევრებად სეოკ-ის წარმომადგენლები იმუშავებენ

სლოვაკეთში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარი ჩატარდა, სადაც EOC-ის კომისიის წევრები 10 კომისიაში აირჩიეს. 

2021-2024 წლების ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  კომისიის წევრებად  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, მამუკა ხაბარელი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, რუსუდან აფციაური დაასახელეს.

მამუკა ხაბარელი არჩეულია ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრად, ხოლო  რუსუდან აფციაური ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრად.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარს ესწრებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები