ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა ჩემპიონთა თასზე პირველად იმუშავებენ
Aa
Aa

ნიკა ამაშუკელი და ქართული სამსაჯო ბრიგადა ჩემპიონთა თასზე პირველად იმუშავებენ

ნიკა ამაშუკელი, შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი პირველი ქართველი მსაჯები (ასევე, ტიერ2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი) არიან, რომლებიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმუშავებენ - ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს და ნიკა ამაშუკელის კომენტარს გვთავაზობს:

სასიამოვნოა, რომ ქართულ სამსაჯო ბრიგადას ასეთი რთული და პრინციპული მატჩის განსჯა გვანდეს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ტურის ყველაზე რთული შეხვედრა. გარდა იმისა, რომ ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, ჰარლექუინსი ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, კასტრი კი განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე წაგებას არავისთან კადრულობს. ასეთ მტკივნეულ ჯახებზე მსაჯებს მაშინ ნიშნავენ, როდესაც აინტერესებთ როგორ იმოქმედებენ ისინი მაღალი წნეხის პირობებში. ეს მსოფლიო რაგბის მხრიდან ერთგვარი აღიარებაა და იძლევა იმის წინაპირობას, რომ მომავალში უფრო მაღალი დონის დანიშვნები იქნება.

12 დეკემბერს, 2021-22 წლების გათამაშების პირველ ტურში, ფრანგული კასტრი სტად პიერ ფაბრეზე ინგლისურ ჰარლექუინსს ეთამაშება.

ტურნირი 1995 წელს, „ჰეინეკენის თასის“ სახელით დაარსდა და მასში ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის წამყვანი კლუბები მონაწილეობენ.

2014 წლიდან მას ჩემპიონთა თასი ეწოდება და აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ეგიდით ჩატარებული მატჩი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯოს.

მომზადებულია რაგბის კავშირის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლეი-ოფები | რომელი გუნდები იბრძოლებენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად
პლეი-ოფები | რომელი გუნდები იბრძოლებენ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დასარჩენად