თუ ჰოლანდს გადმოიბირებს, იუნაიტედი რანგნიკს 10 მილიონ ევროს მისცემს
Aa
Aa

თუ ჰოლანდს გადმოიბირებს, იუნაიტედი რანგნიკს 10 მილიონ ევროს მისცემს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი, რომელსაც სეზონის ბოლოს კლუბის კონსულტანტი უნდა გახდეს, „დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა დაევალა.

რანგნიკს საკმაოდ მსუყე ბონუსს სთავაზობენ, თუ გერმანელი შეძლებს და ჰოლანდის გადმობირებას მოახერხებს. Bild-ის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი ამისათვის 10 მილიონ ევროს მიიღებს.

რალფ რანგნიკი „ზალცბურგში“ ყველა საფეხბურთო ოპერაციას აკონტროლებდა, ზუსტად იმ წლებში, როცა ჰოლანდი ავსტრიული კლუბის ღირსებას იცავდა.

ჰოლანდი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე გრანდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

ნორვეგიელ სუპერვარსკვლავს ოქტომბრის შემდეგ, ტრავმის გამო არ უთამაშია. დღეს კი ცვლილებაზე 73-ე წუთზე გამოვიდა და 81-ე წუთზე გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ „ბორუსია“ 2:1-ს იგებდა, ერლინგის გოლით დაბრუნება მაინც გამოსარჩევია. მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსის ფინანსური სკანდალი - პროკურატურა რონალდუსაც დაკითხავს
იუვენტუსის ფინანსური სკანდალი - პროკურატურა რონალდუსაც დაკითხავს