დემბელემ შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარი ტრიბუნებზე გაატაროს
Aa
Aa

დემბელემ შესაძლოა სეზონის მეორე ნახევარი ტრიბუნებზე გაატაროს

უსმან დემბელესა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებები არც ისე სახარბიელოდ მიმდინარეობს. ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ დიდი შანსია, თუ ვითარება არ შეიცვალა ფრანგმა შემტევმა სეზონის მეორე ნახევარი ტრიბუნებზე გაატაროს.

წყაროს ცნობით, „ბლაუგრანა“ იანვარში ფერან ტორესის დამატებას გეგმავს, თუ ეს ტრანსფერი შედგა და ამასთან ერთად დემბელემ ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, კლუბმა შესაძლოა უკიდურეს ზომებს მიმართოს და უსმანი სეზონის მეორე წრეში განაცხადიდან ამოიღოს.

ეს ყველაფერი დემბელეს რა თქმა უნდა არ აწყობს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფრანგი ფორმიდან ამოვარდნილი იქნება და მუნდიალის გამოტოვების საფრთხე დაემუქრება.

დემბელე და მისი აგენტი კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვენ, რაც კლუბის გეგმებში არ შედის, რადგან ფინანსური ფეარ პლეის წესების დარღვევასთან კატალონიელები ახლოს არიან. სახელფასო ჭერის კონტროლი ლაპორტასთვის პრიორიტეტულია.

თავად ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დარჩენის სურვილი აქვს, თუმცა მისი აგენტი ფინანსურად მომგებიანი წინადადებებით ფრანგის გადარწმუნებას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა
გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა