AS: ლევანდოვსკის რეალში თამაში სურს
Aa
Aa

AS: ლევანდოვსკის რეალში თამაში სურს

ესპანური AS-ის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, პოლონელს მადრიდის „რეალი“ და მისი ამბიციები იზიდავს. „ლევა“ „სამეფო კლუბში“ თამაშზე დიდი ხანია ოცნებობს. როგორც AS-ი წერს, ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავის აგენტ პინი ზაჰავის დაავალა, რომ მთავარი პრიორიტეტი „ბლანკოსში“ შესაძლო ტრანსფერი ყოფილიყო.

ესპანური გამოცემა წერს, რომ მადრიდში ლევანდოვსკის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. განსაკუთრებით მისი ფიზმომზადება ხიბლავთ, თუმცა „რეალი“ ზაფხულში ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლას გეგმავს, რომელზეც დიდი ალბათობით გრანდები ნადირობას მალე დაიწყებენ.

33 წლის ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 13 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ლევანდოვსკის შესაძლოა 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს

France Football-ის მთავარმა რედაქტორმა პასკალ ფერემ უპასუხა კითხვას „ბაიერნის“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთის მოგების შესაძლებლობის შესახებ.

პარიზში გამართულ ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა, რომელმაც ლევანდოვსკის სიტყვით გამოსვლისას უთხრა, რომ გასულ წელს საუკეთესო ის იყო და ოქროს ბურთიც მისი უნდა ყოფილიყო.

„მესის სიტყვები ლამაზი და ჭკვიანურია. არ არის საჭირო ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე (ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთის გადაცემაზე) და ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ არჩევანზე აგებული ოქროს ბურთის ისტორიას. ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ლევანდოვსკი შარშან ოქროს ბურთს მოიგებდა. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან ხმის მიცემა არ ყოფილა. მართალი გითხრათ, ლევანდოვსკის გასულ წელს გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა“,

- თქვა ფერემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს -  ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი
ამბები, რომელიც მოსაყოლად ღირს - ოქროს ბურთი და 6 ქართველი ფეხბურთელი