ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა - უოტფორდი - ჩელსის მატჩი შეწყდა
Aa
Aa

ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა - უოტფორდი - ჩელსის მატჩი შეწყდა

პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩი „უოტფორდსა“ და „ჩელსის“ შორის შეწყდა, რისი მიზეზიც ტრიბუნებზე ერთ-ერთი ქომაგის ჯანმრთელობის პრობლემა გახდა.

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ადამიანი ცუდად გახდა და მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. არბიტრებმა ამის შემდეგ შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

ბოლო ინფორმაციით, გულშემატკივარი ტრიბუნიდან ჩამოვარდა და მალევე ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ორივე გუნდი გასახდელში გავიდა. კლუბების მედშტაბები კი მალევე ტრიბუნებზე ავიდნენ, რათა ქომაგისთვის სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

ამ დროისთვის გულშემატკივრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მატჩს უცნობია, თუ როდის გაგრძელდება შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი:
ზლატანი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო"