კულიბალი რასიზმზე:
Aa
Aa

კულიბალი რასიზმზე: "მე მაქვს ტრიბუნა, თუმცა ყველას ჩემსავით არ გაუმართლა"

„ნაპოლის“ მცველმა კალიდუ კულიბალიმ ისაუბრა რასისტულ ინციდენტზე, რომელიც მოხდა ფლორენციაში, სერია A-ს მე-7 ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩისას.

მანამდე სენეგალელმა განაცხადა, რომ მაყურებელმა მას „გაფუჭებული მაიმუნი“ უწოდა.

„ამ ინციდენტის შემდეგ წავიკითხე ტოსკანაზე და ვიცი, რომ ეს რეგიონი განთქმულია კულტურითა და ხელოვნებით. მე არ ველოდები ბოდიშს ფლორენციელებისგან და ტოსკანელებისგან. ბევრი გულშემატკივარი, ისევე როგორც ფიორენტინას წარმომადგენელი, ესემესებით მხარს მიჭერდა, ამიტომ მათი მადლობელი ვარ.

ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ რასიზმთან ბრძოლა. ის ჯერ კიდევ არის გავრცელებული საზოგადოებაში, მე მინდა ვიბრძოლო, რადგან მე მაქვს ამისთვის შესაფერისი ტრიბუნა, რადგან არის საკმარისი ხალხი, ვისაც არ გაუმართლა რასიზმთან ბრძოლის შესაძლებლობა. და მე მინდა გავხდე ამ ხალხის ხმა.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გავაგრძელებ მას შემდეგაც, რაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ“,

- ციტირებს კულიბალის სიტყვებს Football Italia.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს
შესაძლოა ლევანდოვსკის 2020 წლის ოქროს ბურთი გადაეცეს