ტორესი და ასპილიკუეტა - ბარსა ესპანელების გაფორმებას გეგმავს
Aa
Aa

ტორესი და ასპილიკუეტა - ბარსა ესპანელების გაფორმებას გეგმავს

„ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. კლუბი ფერან ტორესის გადაბირებასთან ახლოს არის. Sport-ის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებებისას საგრძნობი წინსვლა განიცადეს.

წყარო წერს, რომ ამ მომენტისთვის დამაბრკოლებელი ფეხბურთელის ღირებულებაა. კატალონიელები დაახლოებით 40 მილიონს იხდიან და ისიც არა ერთიანად, არამედ ოთხ ნაწილად. „ქალაქელებს“ კი 60-დან 80 მილიონ ევრომდე სურთ, თუმცა ფეხბურთელის სურვილი გარიგებაში დიდ როლს ასრულებს.

წყაროს ცნობით, „სიტის“ არ უნდა, რომ შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელი ჰყავდეს, რომელსაც გუნდში თამაში აღარ სურს.

„ბარსელონა“ დაცვის გაძლიერებაზეც ფიქრობს და სესარ ასპილიკუეტას გადაბირებას გეგმავს. 32 წლის ესპანელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და „ბლაუგრანა“ მისი ხელში ჩაგდებას შეეცდება, წერს Marca.

„ასპის“ დაცვის ცენტრეში და ფლანგზე თამაშიც კარგად გამოსდის, რაც ჩავისთვის კომფორტული იქნება.

„ჩელსიმ“ ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა ესპანელი ჯერჯერობით დუმს და კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.

ბოლოს გეტყვით, რომ „ბარსას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფერან რევერტერმა უკვე დაადასტურა, რომ კლუბი ტრანსფერების განხორციელებას ზაფხულამდეც შეძლებს და იანვარში ისინი აქტიურობას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზლატანი:
ზლატანი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო"