Aa
Aa

"შევა ყველაფერს გააკეთებს,რომ „ჯენუა“ გაძლიერდეს" - კალაძე „Gazzetta dello Sport“-თან

„მილანისა“ და „ჯენუას“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ „Gazzetta dello Sport“-თან დღევანდელ გასამართ მატჩზე ისაუბრა.

„შევას ძალიან სწორი ხასიათი აქვს, ის მუშაობს მიზნებისთვის, რომელსაც ყოველთვის აღწევს. მის მიერ მოპოვებული ოქროს ბურთი ნათელი მაგალითია. როგორც მისი მეგობარი ვთვლი,რომ მან სწორი გზა აირჩია. ანდრეიმ ეროვნულ ნაკრებში საკმაოდ კარგად იმუშავა და ახლა გუნდზე გადაერთო. „ჯენუაში“ ძალიან კარგი ატმოსფეროა.ანდრეის და ტასოტის რთული მისია ელით,მაგრამ საინტერესო. დარწმუნებული ვარ, შევა ყველაფერს გააკეთებს,რომ „ჯენუა“ გაძლიერდეს. იმიტომ,რომ ის სერიოზული პროფესიონალია და ძალიან კარგი ადამიანია.“- აღნიშნა კალაძემ

შეგახსენებთ, რომ კალაძე „მილანის" რიგებში 2001-10 წლებში თამაშობდა და „როსონერის" დატოვების შემდეგ, „ჯენუას" მიაშურა.

სერია A-ს მე-15 ტურის მატჩში „ჯენუა“ „მილანს“ უმასპინძლებს. ჩატარებული 14 ტურის შემდეგ შევჩენკოს შეგირდები 10 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო „როსონერი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა
გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა