გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა
Aa
Aa

გაბრიელის გმირობა - ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მძარცველებისგან თავი დაიცვა

ინგლისურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო სადაც ლონდონის „არსენალის“ ბრაზილიელი მცველი გაბრიელი მძარცველებს უსწორდება.

23 წლის ფეხბურთელს ინციდენტი 23 აგვისტოს დაემართა,როდესაც ბოროტმოქმედები მას მანქანის გასაღების, საათისა და მობილური ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ.

ვიდეოში კარგად ჩანს,რომ მძარცველი ბეისბოლის ჯოხით იყო შეიარაღებული. მაგრამ ფეხბურთელმა თავის დაცვა მაინც მოახერხა.

შეგახსენებთ,რომ გაბრიელ მაგალიაესი „არსენალის“ მეორე მცველია,რომელიც ბოროტმოქმედებს გაუმკლავდა. პირველად ინციდენტი 2019 წელს მოხდა,როდესაც ჩრდილოეთ ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაზე ორი შეიარაღებული ადამიანი მესუთ იოზილის ავტომანქანის გატაცებას ცდილობდა, თანაც, მაშინ, როცა მასში თავად გერმანელი ფეხბურთელიც იჯდა.

იოზილს, რომელიც თავდასხმის მომენტში მანქანაში დარჩა, თანაგუნდელი სეად კოლაშინაცი დაეხმარა. ბოსნიელი ფეხბურთელი დანებით შეიარაღებულ თავდამსხმელებზე ფიზიკურად ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და ჯერ ერთ მათგანს აიძულა გაქცევა, შემდეგ - მეორეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაკარიძის მოგერიებული პენალტი - ალმერია შემდეგ ეტაპზე გავიდა
მაკარიძის მოგერიებული პენალტი - ალმერია შემდეგ ეტაპზე გავიდა