მაკარიძის მოგერიებული პენალტი - ალმერია შემდეგ ეტაპზე გავიდა
Aa
Aa

მაკარიძის მოგერიებული პენალტი - ალმერია შემდეგ ეტაპზე გავიდა

კოპა დელ რეის საწყის ეტაპზე გიორგი მაკარიძის „ალმერია“ „აგილასს“ ეწვია და პენალტების სერიაში დაამარცხა.

ქართველმა მეკარემ შეხვედრა კარგად ჩაატარა და გუნდო შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. პენალტების სერიაში მაკარიძემ ხავი პერესის დარტყმული მოიგერია. „ალმერიას“ ფეხბურთელებმა კი ხუთივე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენეს.

აღნიშნული შეხვედრა ძირითად დროში ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლების რიგებში გოლი კალუ უჩემ გაიტანა, ხოლო „ალმერიას“ რიგებში თავი ხუან ვილარმა გამოიჩინა.

შეგახსენებთ,რომ 2 დეკემბერს, „ვალენსია“ კოპა დელ რეის 1/64-ფინალში „უტრილიასს“ დაუპირისპირდება და plazadeportiva-ს მიხედვით, დიდი შანსია, ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის შანსი - ბორდალასმა შესაძლოა კოპა დელ რეიზე ათამაშოს
მამარდაშვილის შანსი - ბორდალასმა შესაძლოა კოპა დელ რეიზე ათამაშოს