მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - სერენი ანდერლეხტთან მაინც დამარცხდა
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - სერენი ანდერლეხტთან მაინც დამარცხდა

ბელგიის თასის მერვედფინალში დრამატული დაპირისპირება გაიმართა. „სერენმა“ გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს „ანდერლეხტს“ უმასპინძლა.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანგარიში მე-10 წუთზე მაზიზმა გახსნა, რასაც გიორგიმ 8 წუთში პენალტით უპასუხა და სხვაობა ორამდე გაზარდა.ამ ანგარიშს „ანდერლეხტი“ არ შეეგუა და გააქტიურდა. 38-ე და 41-ე წუტებზე კუამემ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში გულშემატკივრებმა კვლავ მხიარული მატჩი იხილეს.

50-ე წუთზე რაფაელოვმა სტუმრები დააწინაურა. წაგება არც „სერენის“ გეგმებში შედიოდა და მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძის გადაცემა მაზიზმა გამოიყენა და 3:3 დააფიქსირა. ძირითადი დრო ამ შედეგით დასრულდა.

მატჩში დამატებითი 30 წუთი გახდა საჭირო, თუმცა ანარიში არ შეიცვალა და საბოლოოდ პენალტების სერია დაინიშნა. ქართველმა შემტევმა თავი აქაც გამოიჩინა, მაგრამ მისმა ორმა თანაგუნდელმა ვერ გაიტანა და საბოლოოდ „სერენი“ მაინც დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები