კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "ლევანდოვსკის ოქროს ბურთი არ მისცეს, ამის შეგუება რთული იქნება"

გუშინ პარიზში რიგით 65-ე ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. მთავარი კანდიდატები ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი იყვნენ. გულშემატკივრების აზრი ორად იყო გაყოფილი, თუმცა საბოლოო ჯამში ხსენებული ჯილდო არგენტინელ სუპერვარსკვლავს დარჩა. მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ლივერპულის“ გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლოპმა ისაუბრა და თავისი აზრი დააფიქსირა.

კლოპი:

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მესის გამარჯვება სიურპრიზი არ ყოფილა. პირადად მე ვერ ვწყვეტ თუ ვინ მოიგებს, მაგრამ ჩემი აზრის დაფიქსირება შემიძლია. ვფიქრობ, ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ლიონელს ოქროს ბურთი გადასცე. ეს მან თავისი განვლილი კარიერით დაიმსახურა, თუმცა ამჯერად ლევანდოვსკიმ ვერ მოიგო და ჩემი აზრით ამის მიღება და შეგუება რთული იქნება.”

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ოქროს ბურთის დაჯილდოება გაუქმდა და გავრცელებული ინფორმაციით პრესტიჟული ჯილდო პოლონელ თავდამსხმელს უნდა მოეგო.

„ბაიერნის“ შემტევი მიმდინარე სეზონშიც მშვენივრად გამოიყურება და გოლი გოლზე გააქვს, თუმცა ლეო მესიმ კოპა ამერიკა მოიგო და როგორც ჩანს ამ ფაქტმა ხმის მიცემის პროცესზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები