წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამო მძიმე ბრძოლაში ბრეშასთან დამარცხდა
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამო მძიმე ბრძოლაში ბრეშასთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ მეოთხე ტურის მატჩი გამართა. ქართული კლუბი „ბრეშას“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 18:8 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დეიან სტანოევიჩის შეგირდებმა კარგად ითამაშეს, თუმცა იტალიელთა კლასმა თავისი ქნა.

პირველი მეოთხედი, მიუხედავად ანგარიშისა „ჩვენებურებმა“ კარგად ჩაატარეს. ბრეშამ 5:2 მოიგო. მეორე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, თუმცა აქაც დავმარცხდით. ამჯერად 2:4. პირველი ტაიმის შემდეგ „ბრეშა“ 9:4 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი თბილისურმა კლუბმა კარგად დაიწყო, ბევრს აქტიურობდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. ამჯერად მინიმალური სხვაობით 3:4. ბოლო მეოთხედი კი „დინამოსთვის“ საუკეთესო იყო. დიდი ხნის განმავლობაში 4:4 ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო წუთზე იტალიელებმა მაინც გაიტანეს და 5:4 მოიგეს. საბოლოო ჯამში 19:11 „ბრეშას“ სასარგებლოდ.

ცნობისთვის, თბილისის „დინამოს“ მხრიდან ყველაზე აქტიურები ადეიშვილი და ელაჩა იყვნენ, რომლებმაც 3-3 გოლი გაიტანეს. დუბლი მიითვალა სარიჩმა, ხოლო თითო გოლი ზიხწიარენკამ, იმნაიშვილმა და ბესო ახვლედიანმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ თბილისის „დინამოს“ 0 ქულა აქვს და მომდევნო ტურში, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, სტუმრად „რადნიკს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები