Aa
Aa

"ჰიუსტონმა" ჩაატარა, "კლივლენდმა" - მოიგო...

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კონფერენციის 1/2 ფინალური მატჩები გაიმართა. 

დასავლეთ კონფერენციაში გუშინ ერთი თამაში ჩატარდა - "სან ანტონიომ" ტეხასურ დერბიში "ჰიუსტონს" უმასპინძლა და 99:126 განადგურდა.

სტუმართა შორის ქულების მხრივ ტრევორ არიზა გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. თუმცა "ჰიუსტონის" ლიდერმა, ჯეიმს ჰარდენმა, თანაგუნდელი მაინც დაჩრდილა. "ბაბუაწვერამ" 20 ქულას 14 ასისტი დაუმატა. საბოლოო ჯამში ჰარდენი და კომპანია სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში "კლივლენდმა" "ტორონტო" დაამარცხა. 

მასპინძელთა უპირატესობა მთელი მატჩი აშკარა იყო. "კავალიერსმა" პირველი მეოთხედი 30:18 მოიგო და შემდეგ საქმეს ნება-ნება მიუყვა. 

ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე ორმაგი დუბლია. "მეფემ" 35 ქულას 10 მოხსნა წაამატა. 24 ქულითა და 10 ასისტით გამოირჩა კაირი ირვინგი, ხოლო სტუმართა მხარეს კაილ ლოურიმ 20 ქულა და 11 ასისტი დააგროვა.

"კლივლენდმა" 116:105 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გახსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები