ბაიერნი VS ბარსა გულშემატკივრების გარეშე? - გერმანია ახალი რეგულაციების მოლოდინში
Aa
Aa

ბაიერნი VS ბარსა გულშემატკივრების გარეშე? - გერმანია ახალი რეგულაციების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. ეს მატჩი დიდ ინტერესს იწვევს, რადგან შესაძლოა კატალონიური გრანდი ჯგუფში ჩარჩეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მიუნხენელების გამარჯვებით დასრულდა და გულშემატკივრების აზრით „რეკორდმაისტერი“ ისევ მოიგებს.

სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ შესაძლოა ხსენებული დაპირისპირება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს. ამის მიზეზი სამწუხაროდ ისევ კორონავირუსია. გერმანიაში კოვიდ-19-მა კვლავ იფეთქა და ახალი რეგულაციები წესდება.

ამ მოსაზრებას ბავარიის მმართველის მარკუს შოდერის განცხადებაც ამყარებს. მისი თქმით, სხვადასხვა შეჯიბრებებზე გულშემატკივრებს დასწრება აეკრძალებათ. ფეხბურთი კი გამონაკლისი არ არის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მთავრობის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, თუ როდის ამოქმედდება ახალი რეგულაციები და პასუხი იმაზე დაესწრებიან, თუ არა გულშემატკივრები ბარსას და „ბაიერნის“ მატჩს უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში შეზღუდვები ოქტომბრის თვეში მოიხსნა, თუმცა გართულებული კოვიდ ვითარების გამო სხვადასხვა შეჯიბრებებზე ამ მომენტისთვის გულშემატკივრების მხოლოდ 25 % დაიშვება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები