ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "იანვარში ახალ ფეხბურთელებს არ დავიმატებთ"

მადრიდის „რეალში“ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დაგროვდა, რომლებსაც ხშირად თამაში არ უწევთ. მაგალითისთვის შეგვიძლია ისკო, მარიანო დიასი და ნაჩო მოვიყვანოთ. „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ამ საკითხზე ესპანურ მედიასთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ზოგადად იანვარის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი ფეხბურთელების ყიდვა არ მიყვარს. ჩვენ ახლა ვერ ვიფიქრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ იანვარში ახალი ფეხბურთელები არ გადმოვლენ.

ჩვენ გვყავს საკმარისი ფეხბურთელები, რომლებითაც სეზონის წარმატებით დასრულება შეგვიძლია. ედენ აზარს პრობლემები აქვს და უნდა მოაგვაროს. მისი ფიზიკური ფორმა დამაკმაყოფილებელი არ არის და ამის გაუმჯობესებისთვის ბევრი უნდა იმუშავოს.

„რეალი“ მიმდინარე სეზონში

მადრიდული გრანდი მიმდინარე სეზონში ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. „ბლანკოსი“ 14 ტურის შემდეგ ლა ლიგას 33 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ატლეტიკოს“ 4 ქულით უსწრებს.

ჩემპიონთა ლიგაზეც ყველაფერი კარგადაა. „სამეფო კლუბი“ ოფიციალურად მერვედფინალშია და თუ არ ჩავთვლით „შერიფთან“ სენსაციურად წაგებულ მატჩს, ყველაფერი იდეალურად მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები