ოფიციალურად - ლეო მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო
Aa
Aa

ოფიციალურად - ლეო მესიმ კარიერაში მე-7 ოქროს ბურთი მოიგო

ყოველ წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია იმართება. გამონაკლისი მხოლოდ გასული წელი იყო. კორონავირუსის პანდემიის გამო ხსენებული ღონისძიება გაუქმდა. გულშემატკივრებში ამან უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დიდი ალბათობით ამ პრესტიჟულ ჯილდოს რობერტო ლევანდოვსკი მოიგებდა, რომელსაც საოცარი სეზონი ჰქონდა.

პოლონელ თავდამსხმელს არც ახლა ცუდი სეზონი. 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე, რომელიც პარიზში გაიმართა და რიგით 65-ე იყო გამარჯვებული გამოვლინდა.

ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ლეო მესი კარიერაში მე-7 ოქროს ბურთს დაეუფლა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 2021 წელს კოპა ამერიკა მოიგო და არგენტინის ნაკრებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოაგებინა.

ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მსუყე ჰანდიკაპი შექმნა კრიშტიანუ რონალდუსთან. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კარიერაში 5 ოქროს ბურთი აქვს მოგებული და დიდი ალბათობით მესის ვეღარ გაასწრებს. 

ტოპ 5 კი ასე გამოიყურებოდა

1 - მესი

2 - ლევანდოვსკი

3 - ჟორჟინიო

4 - ბენზემა

5 - კანტე


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები