ლევ იაშინის სახელობის ჯილდო - დონარუმა 2021 წლის საუკეთესო მეკარეა
Aa
Aa

ლევ იაშინის სახელობის ჯილდო - დონარუმა 2021 წლის საუკეთესო მეკარეა

პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. FIFA ყოველ წელს ხსენებულ ღონისძიებას ატარებს, თუმცა გასული წელი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. იქამდე, სანამ მამაკაც ფეხბურთელს დააჯილდოებენ წლის საუკეთესო მეკარის ჯერია.

2021 წლის საუკეთესო მეკარე გახდა „პარი სენ ჟერმენის“ და იტალიის ნაკრების კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. „ჯიჯოს“ დახმარებით იტალიის ნაკრებმა ევრო 2020 მოიგო და „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში დაეახმარა.

ცნობისთვის, მის გარდა ნომინაციაზე წარდგენილნი იყვნენ ედერსონი, მენდი, მანუელ ნოიერი და იან ობლაკი. დონარუმას კი ლევ იაშინის სახელობის ჯილდო გადაეცა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები