2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - პედრი გამარჯვებულია
Aa
Aa

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - პედრი გამარჯვებულია

პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. FIFA ყოველ წელს ხსენებულ ღონისძიებას ატარებს, თუმცა გასული წელი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაიშალა. იქამდე, სანამ მამაკაც ფეხბურთელს დააჯილდოებენ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯერია.

2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი გახდა, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს და ჯერჯერობით საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. შეგახსენებთ, რომ პედრი სულ ცოტა ხნის წინ “Golden Boy-ს“ გამარჯვებულიც გახდა.

ასევე გეტყვით, რომ ბარსას ნახევარმცველი ევრო 2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა და ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა. ასევე გეტყვით რომ "კოპას" ჯილდო ისტორიაში მესამედ გათამაშდა. აქამდე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კილიან მბაპე და დე ლიხტი დასახელდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები