89-61 - საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ რთულ ბრძოლაში დამარცხდა
Aa
Aa

89-61 - საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ რთულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა სტუმრად გამართა და ესპანეთს დაუპირისპირდა. პალასიო დე დეპორტეს ოლივო არენაზე უშეღავათო ბრძოლა შედგა და მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით - 89-61 დასრულდა.

ილიას ზუროსის გუნდი თავიდან აქტიური, თუმცა საბოლოოდ, მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და 28-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

ჩვენი გუნდის რიგებში ყველაზე გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 28:13 წუთში თავი 21 ქულას, 9 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა. ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 36:45 წუთი გაატარა (14 ქულა, 5 მოხსნა 3 პასი), 37:20 წუთში ამდენივე ქულაა ნატურალიზებული ლეგიონერის, თად მაკფადენის ანგარიშზე (14 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი).

საბოლოო ჯამში, ჩვენს გუნდს 23 2-ქულიანისა და 20 3-ქულიანის მცდელობა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს საქართველოს ნაკრები დანაკლისი შეხვდა - ტრავმირებული გახლდათ გუნდის ლიდერი, თორნიკე შენგელია. ასევე, დაშავებული მერაბ ბოქოლიშვილი თბილისში დარჩა და სამატჩო გაცხადი ლუკა მაზიაშვილმა შეავსო. 

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ. ორივე შემთხვევაში ესპანეთმა გაიმარჯვა. პირველად 2013 წლის ევრობასკეტზე, სადაც ჩვენმა გუნდმა შეხვედრა მხოლოდ 5 ქულიანი სხვაობით დათმო (88-83).

G ჯგუფში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან, უკრაინასა და ჩრდილოთ მაკედონიასთან ერთად ასპარეზობს და ამ ეტაპზე, მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფიდან გასვლის შანსი 3 ნაკრებს აქვს.

ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო დაპირისპირებას 2022 წლის 22 თებერვალს, ჩრდილოთ მაკედონიის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში გამართავს, ხოლო 27 თებერვალს, აღნიშნულ მეტოქეს, სტუმრად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - მამუჩაშვილი კითხვას პასუხობს
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - მამუჩაშვილი კითხვას პასუხობს