Aa
Aa

"აქ ყოფნა ერთგვარი დაფასებაა" - ლევანდოვსკი ოქროს ბურთის ცერემონიაზე

ამ წუთებში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია იწყება. ფეხბურთელები, მწვრთნელები და სხვა ცნობილი ადამიანები პარიზში იკრიბებიან. რამდენიმე წუთის წინ, ოქროს ხალიჩაზე რობერტ ლევანდოვსკი გამოჩნდა და კომენტარი გააკეთა.

ლევანდოვსკი:

„ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მსოფლიოში პანდემიის გამო რთული დროა. აქ ყოფნა რაღაც ახალი და განსაკუთრებულია ჩემთვის. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი გამოცდილებაა. დღევანდელი დღე ნამდვილად განსაკუთრებულია. ყოველდღიურად შრომობ, ვარჯიშობ, თამაშობ.. აქ ყოფნა კი ერთგვარი დაფასებაა.“

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გასულ წელს გაუქმდა და ანულირებულად გამოცხადდა. მსოფლიოში მოიაზრებდნენ, რომ ხსენებული პრესტიჟული ჯილდო, სწორედ პოლონელ თავდამსხმელს უნდა მოეგო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც უკვე მოგახსენეთ დაჯილდოება გაუქმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის მთავარი ფავორიტები ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი არიან. სულ ცოტა ხანში გავიგებთ, თუ ვინ გახდება ოქროს ბურთის მფლობელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები