ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ნეიმარი
Aa
Aa

ცნობილია რამდენ ხანს იუქმებს ნეიმარი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენი სენტ ეტიენს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით -  3-1 დაამარცხა. მატჩში ბევრი გამოსარჩევი ფაქტი მოხდა.

კარგი ამბების ფონზე, არასასიამოვნო შემთხვევაც დაფიქსირდა. მატჩის მიწურულს, ნეიმარმა დაზიანება მიიღო. მისი ემოციებიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ საქმე სერიოზულად იყო, რადგან ბრაზილიელი შემტევი ტკივილისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. 

საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი 6-8 კვირამდე იუქმებს. ინფორმაციას პსჟ ადასტურებს.


ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ, მე-16 ტურში პსჟ ნიცას უმასპინძლებს. მატჩი 2 დეკემბერს შედგება და თბილისის დროით 00:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP