წლის რეიტინგი პირველ ადგილზე დაასრულა - გენო პეტრიაშვილი ფულად ჯილდოს მიიღებს
Aa
Aa

წლის რეიტინგი პირველ ადგილზე დაასრულა - გენო პეტრიაშვილი ფულად ჯილდოს მიიღებს

ყოველ წელს, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW სეზონის შეჯამებას სხვადასხვა წონით კატეგორიებში აკეთებს. გამარჯვებულები კი ფულად ჯილდოს იღებენ. გამონაკლისი გახლდათ შარშანდელი წელი. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

იმის გამო, რომ გასულ წელს შეჯამება არ მოხდა, წელს საპრიზო ფონდი ბევრად გაიზარდა. ეს ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მძიმე წონაში გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი გახდა.

გენომ 125 კგ კატეგორიაში 2021 წელს სამი მედალი მოიპოვა. პირველად ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხდა, სადაც ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი აიღო და ამისთვის 16 ქულა დაიმსახურა. შემდეგ ოლიმპიადის ჯერი დადგა. ტოკიოში პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და 44 ქულა აიღო. უკანასკნელად კი გენომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ამისთვის მას 38 ქულა ერგო.

ჯამში გენო პეტრიაშვილმა 98 ქულას მოუყარა თავი და მიმდინარე წელი რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა. როგორც United World Wrestling წერს, ქართველი ფალავანი 10 000 დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები