მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP
Aa
Aa

მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი დაძაბული გამოვიდა, თუმცა ყველაფერი ჩვენი ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით - 88-83 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა ულიდერა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა: 27 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერის გამორჩეული მატჩი არც FIBA-ს გამორჩენია - ჩვენი გუნდის გამთამაშებელი ტურის MVP-ს წოდებისთვის, 4 სხვა კალათბურთელთან ერთად იბრძვის.

გამოკითხვა FIBA-ს ვებგვერდზე მიმდინარეობს და ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ხმის მიცემა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელს მთელი ხმების 19% ეკუთვნის და გამოკითხვაში მესამე ადგილს იკავებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას დღეს, 29 ნოემბერს გამართავს. ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან"