ნოიერს აჯობა - დონარუმა IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარეა
Aa
Aa

ნოიერს აჯობა - დონარუმა IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარეა

მას შემდეგ, რაც დონარუმა პსჟ-ში გადავიდა, საკუთარი მდგომარეობით უმკაყოფილოა. იტალიელი კიპერი სათამაშო წუთებს კეილორ ნავასთან იყოფს და „ჯიჯოსთვის“ ეს არასასიამოვნოა. ამ ფაქტს თავად დონარუმა არ მალავს.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია IFFHS ყოველწლიურად სხვადასხვა პოზიციების მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.

დონარუმას არასახარბიელო მდგომარეობის ფონზე, IFFHS-მა ახალგაზრდა კარის დარაჯი წლის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

„იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა 170 ქულით 2021 წლის საუკეთესო მეკარეა. მან მანუელ ნოიერს 95 ქულით გაასწრო.“

- ნათქვამია IFFHS-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მეკარემ ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა. ასევე დონარუმამ ფასდაუდებელი სამუშაო გასწია გასული სეზონის სერია ა-ში. „მილანმა“ სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ბევრჯერ სწორედ დონარუმას „სეივებით“ აიღო 3 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები