საუკეთესო გამთამაშებელი - IFFHS-მა დე ბრუინი დაასახელა
Aa
Aa

საუკეთესო გამთამაშებელი - IFFHS-მა დე ბრუინი დაასახელა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია IFFHS ყოველწლიურად სხვადასხვა პოზიციების მიხედვით წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.

ცნობილი გახდა, რომ IFFHS-მა წლის საუკეთესო გამთამაშებლად კევინ დე ბრუინი დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო ბელგიელმა ნახევარმცველმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ამ შემთხვევაშიც ლეო მესის აჯობა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ხსენებული ჯილდო 4-ჯერ 2015, 2016, 2017 და 2019 წლებში მოიგო. „სიტის“ გამთამაშებელმა ამ შემთხვევაში ლეოს 55 ქულით აჯობა. მესამე პოზიცია კი ბრუნო ფერნანდეშმა დაიკავა.

ხუთეული ასე გამოიყურება

1 - დე ბრუინი 160 ქულა

2 - მესი 105 ქულა

3 - ბრუნო ფერნანდეში 15 ქულა

4 - ტომას მიულერი 15 ქულა

5 - ჟორჟინიო 10 ქულა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები