მორიგი აღიარება - მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
Aa
Aa

მორიგი აღიარება - მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-16 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ „სენტ-ტრიუდენს“ დაუპირისპირდა. მატჩი ქართველი ფეხბურთელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა და მიქაუტაძემ „სერენის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

57-ე წუთზე, გიორგიმ მეტოქის კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2-0. მიქაუტაძემ კარგი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივრებს მისი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ჟუპილერ ლიგამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და ქომაგებმა ქართველი მოთამაშე გამოარჩიეს.

მიქაუტაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ხმების 75 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, გიიომ დიტში გავიდა, რომელსაც მხარი გამოკითხულთა 16.67 პროცენტმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე, მიმდინარე სეზონის ჟუპილერ ლიგაში 7 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება „სერენს“, ბელგიური კლუბი სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრა „ბრიუგესთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები