ბითაძე მამუკელაშვილის წინააღმდეგ - მილუოკიმ ინდიანა დაამარცხა
Aa
Aa

ბითაძე მამუკელაშვილის წინააღმდეგ - მილუოკიმ ინდიანა დაამარცხა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“ ზედიზედ მე-7 შეხვედრა მოიგო. ვისკონსინელებმა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ დაამარცხეს და მეტოქეს 118-100 სძლიეს.

„მილუოკისა“ და „ინდიანას“ დაპირისპირებაში პარკეტზე ორივე ქართველი კალათბურთელი ვიხილეთ. ბითაძეს 5 წუთი და 27 წამი დაუთმეს, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 3 წუთი და 24 წამი ითამაშა. გოგამ მატჩი ერთადერთი მოხსნით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს ერთხელ შეუტია და სამქულიანი ესროლა, მაგრამ მისი ტყორცნა წარუმატებელი აღმოჩნდა. „მამუს“ რაც შეეხება, სანდრომ აქტივში 2 ქულა და ამდენივე მოხსნა (ერთი მეტოქის ფარზე) ჩაიწერა.

„მილუოკის“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა იანის ანტეტოკოუნმპოს ჰქონდა. ჯრუ ჰოლიდეიმ 23 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა, ბობი პორტისი კი 15 ქულით გამოირჩა. „ინდიანას“ 23 ქულით კარის ლევერტმა ულიდერა. მალკოლმ ბროგდონს 16 ქულა ჰქონდა, ჰოლიდეიმ, მაკკონელმა და დუარტემ კი 10-10 ქულა ჩააგდეს.

7-მატჩიანი წარმატებული სერიის შემდეგ, „მილუოკის“ 13 მოგება და 8 მარცხი აქვს. „ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს და ლიდერ „ბრუკლინ ნეთსს“ 1 მოგებით ჩამორჩება. „ინდიანას“ ანგარიშზე 9 გამარჯვება და 13 მარცხია. „პეისერსი“ ამავე კონფერენციაში მე-13 გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები