ვინისიუსის შედევრი - რეალმა სევილია დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
Aa
Aa

ვინისიუსის შედევრი - რეალმა სევილია დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა

ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩში „რეალმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი შეხვედრაში 2:1 იმარჯვა.

ანდალუსიელებმა ჩინებულად დაიწყეს და რაფა მირის გოლით იგებდნენ კიდეც და გარდა ამისა 2-3 საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ შეძლეს, რამაც მეორე ნახევარში „დალაქებისთვის“ ცუდი შედეგები მოიტანა.

ანგარიში 32-ზე წუთზე ქარიმ ბენზემამ გაათანაბრა, რის შემდეგაც თითქოს მატჩი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 87-ე წუთზე ვინისიუსმა შედევრი შექმნა. მარცხენა ფლანგიდან ოკამპოსს დაუსხლტა და საჯარიმოს გასწვრივ დრიბლინგის შემდეგ ბონოს ცხრიანში გაუტანა.

საბოლოდ, კარლო ანჩელოტის გუნდმა ეგრეთწოდებული „საჩემპიონო მატჩი“ მოიგო და ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობენ. მადრიდელებს 33 ქულით პირველ პოზიციაზე არიან და უახლოეს მდევარ „ატლეტიკოს“ 4 ქულით უსწრებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება
დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება