ლაციო გაანადგურა - ნაპოლი სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია
Aa
Aa

ლაციო გაანადგურა - ნაპოლი სერია ა-ს ერთპიროვნული ლიდერია

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ სპალეტის გუნდი სერია ა-ში ერთპიროვნული ლიდერია. როგორც მოგეხსენებათ, „მილანმა“ „სასუოლოსთან“ წააგო და „პარტენოპეიმ“ „როსონერის“ 3 ქულით გაასწრო.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და პირველ ტაიმი 3:0 მოიგეს. ანგარიში მე-7 წუთზე ზელინსკიმ გახსნა. ზუსტად სამ სუტში ინსინეს პასი მერტენსმა გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 29-ე წუთზე ბელგიელმა გარემარბმა დუბლი შეასრულა და ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა.

მეორე ტაიმში რომაული კლუბი მთლიანად გაითიშა. „ლაციომ“ ვერც კარში დაარტყა და ვერც კარისკენ. ნეაპოლელები კი შეტევაში ლაღად თამაშობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. 85-ე წუთზე ფაბიან რუისმა გაისროლა და საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყების წინ ნეაპოლელთა სტადიონს ოფიციალურად დაერქვა დიეგო მარადონას სახელი. გახსნის ცერემონია კი მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები