რონალდუს ლიდერებთან თამაში უჭირს - მანჩესტერის საშინელი ნოემბერი
Aa
Aa

რონალდუს ლიდერებთან თამაში უჭირს - მანჩესტერის საშინელი ნოემბერი

ნოემბრის თვე და ზოგადად ბოლო მატჩები „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ჯოჯოხეთურია. სულშერის ხელში „მანკუნიანელები“ ფსკერამდე დაეშვნენ და ამჟამად დროებით კერიკის ხელშიც სუსტად გამოიყურებიან.

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო მატჩებში გოლის გატანას ვეღარ ახერხებს, რაც მის სტატისტიკაზე აისახა.

30 ოქტომბერს „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ გატანილი გოლი რონალდუსთვის პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში ერთადერთი გახლავთ. კრიშტიანუმ დღეს ვერც „ჩელსის“ გაუტანა და მშრალი სერია განაგრძო.

ნათამაშებ 10 ტურში მის ანგარიშზე 4 გოლია.

რონალდუს ასევე მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ტოპ 4 გუნდის წინააღმდეგ - 6 ნოემბერს „სიტის“ წინააღმდეგ კარში მხოლოდ 1 დარტყმა. 24 ოქტომბერს „ლივერპულის“ წინააღმდეგ მშრალი მატჩი და აქტივობების გრაფაში მხოლოდ 4 დარტყმა კარის მიმართულებით. და დღევანდელი მატჩი „ჩელსის“ წინააღმდეგ, რომელშიც კრიშტიანუ მოედანზე 64-ე წუთიდან გამოჩნდა - არცერთი დრიბლინგი, არცერთი დარტყმა, მხოლოდ 5 პასი (ყველა ზუსტი) და ყვითელი ბარათი. ასეთი იყო პორტუგალიელის მონაგარი.

თავად გუნდი საშინელ ფორმაშია, რაზეც ნოემბრის თვის სტატისტიკაც მეტყველებს. მეტოქეთა კარში 17 დარტყმა განახორციელა, ხოლო საკუთარ კარში 60-ჯერ დაურტყეს, რაც 20 გუნდს შორის ყველაზე უარესი შედეგია.

ამჟამად „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულს 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება
დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება