ტუხელი:
Aa
Aa

ტუხელი: "დაუჯერებელია, რომ ქულები დავკარგეთ"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „არისტოკრატების“ თავკაცმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„რთულია წარმოიდგინო, მაგრამ ქულები დავკარგეთ. ჩვენ გაცილებით უკეთესი გუნდი ვიყავით. უფრო მაღალი ტემპით და ინტენსივობით ვთამაშობდით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არაფერს ვნანობთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.  უამრავი შანსი შევქმენით, კარში ბევრჯერ დავარტყით, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ. სამწუხაროდ ფრეს უნდა შევეგუოთ.

ჟორჟინიომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს ყველას შეიძლება დაემართოს. მე იმით ვარ კმაყოფილი, რომ პენალტი აუღელვებლად შეასრულა და თავისი შეცდომა გამოასწორა. ვერნერმა ბოლო ორ ვარჯიშზე თავი კარგად წარმოაჩინა და სწორედ ამიტომ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში.

როდესაც ლუკაკუ ჯანმრთელად არის, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი სწორედ ბელგიელი გახლავთ, მაგრამ დღეს ასე არ იყო. მისი გამოყენება მინდოდა, მაგრამ რისკთან იყო დაკავშირებული. საბოლოო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ვისურვებდი გადამწყვეტ მომენტში უფრო მეტად საშიშები და ზუსტები ვყოფილიყავით.“

სატურნირო ცხრილი

ამ მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ 30 ქულა აქვს და პრემიერ ლიგას ლიდერობს. მეორე ადგილზე „მანჩესტერ სიტია“ 29 ქულით. რაც შეეხება „იუნაიტედს“, „წითელ ეშმაკებს“ 18 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები