ფრე ლონდონში - ჩელსიმ 2 ქულა დაკარგა, იუნაიტედმა 1 მოიპოვა
Aa
Aa

ფრე ლონდონში - ჩელსიმ 2 ქულა დაკარგა, იუნაიტედმა 1 მოიპოვა

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

პირველი ტაიმი ტომას ტუხელის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მასპინძლებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. ბურთის ფლობა 68%, კარისკენ დარტყმა 10, როცა „იუნაიტედს“ მხოლოდ 1 ჰქონდა. ასეთი უპირატესობის ფონზე, მეორე ნახევარი მაიკლ კერიკის დამოძღვრილმა „მანკუნიანელებმა“ მოულოდნელი გოლით დაიწყეს.

50-ე წუთზე ცენტრში ჟორჟინიო შეცდა და სანჩო მეკარესთან პირისპირდ გავიდა. ინგლისელს გატანა არ გასჭირვებია.

ამის შემდეგ „ჩელსიმ“ ზეწოლა უფრო გაზარდა და 67-ე წუთზე პენალტიც მოიპოვეს, რომელიც გოლად ჟორჟინიომ აქცია.

მეორე ტაიმში მოედანზე რონალდუ (64) და ლუკაკუც (82) გამოჩნდნენ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. 97-ე წუთზე ანტონიო რუდიგერს გატანა მართებდა, თუმცა ხელსაყრელი სიტუაციიდან კარს ააცილა.

„არისტოკრატებმა“ კოლოსალური უპირატესობა ტაბლოზე ვერ ასახეს და ორი ქულა დაკარგეს. ამრიგად, „ჩელსი“ 30 ქულით პირველია, „სიტის“ 29 ქულა აქვს, ხოლო „ლივერპულს“ 28. საჩემპიონო რბოლა მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით დაძაბული იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიულერი:
მიულერი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი"