კვეკვესკირის ლამაზი საგოლე პასი - ლეხმა ვარტა დაამარცხა
Aa
Aa

კვეკვესკირის ლამაზი საგოლე პასი - ლეხმა ვარტა დაამარცხა

პოლონეთის ექსტრაკლასის მორიგ ტურში პოზნანის „ლეხმა“ პოზნანის „ვარტას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების გამორჩეული იყო, რადგან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა საგოლე გადაცემა შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

გულშემატკივრებმა თანაბარი თამაში იხილეს, თუმცა ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ. პირველ ტაიმში გოლი არ გავიდა და ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში კი „ლეხი“ გააქტიურდა და მოგებაზე ფიქრი დაიწყო.

53-ე წუთზე ანგარიში მილიჩმა გახსნა. 64-ე წუთზე „ვარტას“ კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან კვეკვესკირი მივიდა, საჯარიმოში ჩააწოდა და იშაკმა ქართველი ფეხბურთელის გამოზომილი პასი გოლად აქცია. შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და „ლეხმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.

სატურნირო მდგომარეობა

16 ტურის შემდეგ პოლონური კლუბი ექსტრაკლასის ლიდერი გახლავთ. კვეკვესკირის გუნდს 35 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან „პოგონს“ 3 ქულით უსწრებს. 10 მოგება, 5 ფრე და 1 წაგება - ასეთია „ლეხის“ შედეგები.

კვეკვესკირის საგოლე პასი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები