რონალდუ თადარიგში -
Aa
Aa

რონალდუ თადარიგში - "ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე" - თქვა კერიკმა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. მატჩის წინ, ცნობილი გახდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სასტარტო თერთმეტეულში არ იქნებოდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება „წითელი ეშმაკების“ დროებითმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა მიიღო.

გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, დააინტერესათ, თუ რატომ მოხდა ასე. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი კერიკმა მიზეზებზე ისაუბრა.

კერიკი:

„რამდენიმე ცვლილება და განახლება იყო საჭირო. რონალდუსთან ვისაუბრე და შესანიშნავი დიალოგი გვქონდა. დრამა არ გვჭირდება. ყველა ვინც სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მათ შორის კრიშტიანუ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს მხურვალედ გულშემატკივრობენ.

ყველამ კარგად იცის როგორი ფეხბურთელია რონალდუ, მაგრამ წინ გადატვირთული კალენდარი გვაქვს და ვფიქრობ ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მან შესაძლოა ითამაშოს და გოლიც კი გაიტანოს. ჩემი გეგმა დაახლოებით 70-ე წუთამდე გაგრძელდება და ამის შემდეგ დიდი ალბათობით პორტუგალიელს ვიხილავთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები