Aa
Aa

"მილანის" პრიორიტეტი მუსაჩიოს ტრანსფერია!

იტალიური პრესის თქმით, "მილანის" ხელმძღვანელობა ცდილობს, მატეო მუსაჩიოს ტრანსფერი რაც შეიძლება მალე გააოფიციალუროს. 

გასულ კვირას "როსონერის" წარმომადგენლებმა მუსაჩიოსთან მოლაპარაკება გამართეს და ტრანსფერზე თანხმობაც მიიღეს. ამჟამად იტალიელებს საკითხი დასახური "ვილიარეალთან" აქვთ. 

როგორც იწერება, 99%-ით ეს საქმე ბოლომდე მივა, თუმცა თუ ასე არ მოხდა, მილანელებს სათადარიგო ვარიანტად "ლაციოს" მცველი შტეფან დე ვრაი ჰყავთ შეგულებული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები