მიულერი:
Aa
Aa

მიულერი: "ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი"

„ბაიერნის“ შემტევი თომას მიულერი თვლის, რომ მისმა თანაგუნდელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს.

"ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს. წერტილი. ის სრულად იმსახურებს პრიზს. რა თქმა უნდა, ესპანეთში იტყვიან, რომ ბენზემაც კარგი იყო. მაგრამ „ლევამ“ ბაიერნთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, შემდეგ კი პრიზი გაუქმდა. მაგრამ ლევანდოვსკი არ გაჩერებულა და ამ სეზონში მან გერმანიაში ბომბარდირთა რეკორდი მოხსნა.

ნახეთ, რას აკეთებს ის პოლონეთის ნაკრებში - ეს კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ნამდვილ ტოპ-კლუბში თამაში. უნდა ვთქვა, რომ მსოფლიოში არცერთ მოთამაშეს ინდივიდუალურ დონეზე უკეთესად არ უთამაშია.

ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი“. 

- ციტირებს მიულერის სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულის ვინაობა 29 ნოემბერს, ორშაბათს პარიზში გახდება ცნობილი.

აქვე გეტყვით, რომ პატრის ევრამ დღეს თავისი ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეო მესის გამარჯვება წინასწარ მიულოცა. უდიდესი ალბათობით, ჯილდოს მფლობელი სწორედ არგენტინელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია
6 გოლი 1 მატჩში: ,,კუნთი მქონდა გაწყვეტილი, ეს დიდი შრომის შედეგია"