მესის 3 საგოლე პასი, რამოსის დაბრუნება და ნეიმარის ტრავმა
Aa
Aa

მესის 3 საგოლე პასი, რამოსის დაბრუნება და ნეიმარის ტრავმა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში პსჟ „სენტ ეტიენს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.

პარიზელთა მხრიდან გოლების ავტორები მარკინიოსი (2) და დი მარია გახდნენ. სამივე საგოლე პასი ლეო მესის ანგარიშზეა.

შეხვედრა დაძაბული და უხეში გამოდგა. მასპინძლები 25-ე წუთზე დენის ბუანგას გოლით იგებდნენ, თუმცა ტაიმის მიწურულს რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ და ბოლო წუთზე საკუთარ კარში გოლიც მიიღეს.

მეორე ნახევარში პარიზელების უპირატესობა სოლიდური იყო, თუმცა უპირატესობა ტაბლოზე მხოლოდ 79-ე წუთისთვის აისახა, როცა არგენტინული შეტევა ანხელ დი მარიას გოლით დასრულდა. 91-ე წუთზე კი ლეომ მარკინიოსს მორიგი საგოლე გადაცემა გაუკეთა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში პსჟ-ს რიგებში სერხიო რამოსის ოფიციალური დებიუტი შედგა. ესპანელმა პრესნელ კიმპემბეს ნაცვლად ითამაშა და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შეხვედრის მიწურულს მძიმე ტრავმა მიიღო ნეიმარმა, რომელმაც მოედანი დატოვა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა მისი დაზიანება.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ამ გამარჯვების შემდეგ 40 ქულით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. პსჟ უახლოეს მდევრებს მთელი 15 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებმა სანიოლი მიიღეს და მასთან გახსნილები არიან"