სიმწრისგან ცრემლები ვერ შეიკავა - ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო
Aa
Aa

სიმწრისგან ცრემლები ვერ შეიკავა - ნეიმარმა მძიმე ტრავმა მიიღო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „სენტ ეტიენს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. მატჩში ბევრი გამოსარჩევი ფაქტი მოხდა. პირველ რიგში რამოსის დებიუტი შედგა. ესპანელმა უკანახაზელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ ლეო მესიმ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ორჯერ მარკინიოსს გაატანინა, ხოლო ერთხელ დი მარიას.

კარგი ამბების ფონზე არასასიამოვნო შემთხვევაც დაფიქსირდა. მატჩის მიწურულს, ნეიმარმა დაზიანება მიიღო. მისი ემოციებიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს. ბრაზილიელი შემტევი ტკივილისგან ცრემლებს ვერ იკავებდა. ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური სამედიცინო დასკვნა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები