მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკეტნში, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც გულშემატკივარი ქართველი სპორტსმენების გამოსვლასაც იხილავს.

მსოფლიო ჩემოიონატზე საქართველო 6-წონითი კატეგორიაში, 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

საქართველოს შემადგენლობა:

61კგ: გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი;

73კგ: კახი ასანიძე;

89კგ: რევაზ დავითაძე;

96კგ: ანტონ პლიესნოი, ირაკლი გობეჯიშვილი;

102კგ: ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე;

+109კგ: ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე, ბაქარ თურმანიძე;

ბუნებრივია, საქართველო საუკეთესო გამოსვლებს დაელოდება, ვინაიდან, განაცხადში ლაშა ტალახაძეა, პირველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ოთხი და ევროპის ხუთი ოქროს მედალია.

ლაშა ტალახაძემ ტოკიო 2020-ზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები