,,სანიოლი ფეხბურთელებს არაფერს აბრალებს და ეს მწვრთნელისთვის დიდი პლუსია
Aa
Aa

,,სანიოლი ფეხბურთელებს არაფერს აბრალებს და ეს მწვრთნელისთვის დიდი პლუსია"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა სიახლეებით სავსე კალენდარული წელი დაასრულა.

საქართველოს პირველი არხის ეთერში სტუმრად ვეტერანი ფეხბურთელი და მოქმედი მწვრთნელი, კახა კაჭარავა იმყოფებოდა.

კაჭარავამ გადაცემა ,,ტაიმაუტში" ჩვენი გუნდის ფრანგი სპეციალისტის შესახებ ისაუბრა:

სანიოლის და მთელი სამწვრთნელო სტაფის დამსახურებაა, ვითარება რომ გამოსწორდა. დააკვირდით ფეხბურთელებთან მის საუბარს და ურთიერთობას – ფეხბურთელებს თავისუფლებას აძლევს, უფრო შემტევი მოთამაშეები მოსწონს და არ ჰყავს ისეთები, რომლებიც მოგერიებაზე არიან.

დღეს ფეხბურთი შემოქმედება და ბურთის კონტროლია. ეგაა, შეტევაში მეტი სითამამეა საჭირო.  ბოლო მატჩებში გამოჩნდა, რომ ნაკრებს თამაში შეუძლია. 

სანიოლს დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. რაც თვალნათლივ ჩანს, ნაკრებმა უფრო გუნდური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო. რაც ვიცი, თავისუფალი პიროვნებაა და მოთამაშეებს აგრძნობინებს, რომ მათი იმედი აქვს. ეს მწვრთნელის დიდი პლუსია, რომ ფეხბურთელებს არ აბრალებს. ამბობს ღიად, გასაუმჯობესებელი რა არის. მთავარი კი მაინც ნაკრებში არსებული ატმოსფეროა, რაზეც სულ კარგი მესმის. ეს ყველაზე მთავარია.

ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მიმინარე წელს დაინიშნა. ამ დროში მისმა საქართველოს ნაკრებმა 12 შეხვედრა გამართა, მათ შორის: 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 7 შემთხვევაში დამარცხდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვილი სანიოლს შორის 2-წლიანი კონტრაქტი მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.

კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ 2-წლიან კონტრაქტს, კიდევ 2-წლიანი თანამშრომლობა დაემატება.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ
,,მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ" - რა ხდებოდა რუსეთში საქართველოს ნაკრების ჩემპიონობამდე